რომელი ბრენდის სასტუმროები გაიხსნება საქართველოში

თბილისი (BPI) – STR გლობალის თანახმად, 2017 წელს საქართველოში ძირითადი სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 62%-ი იყო, ზრდამ წინა წელთან შედარებით 9% შეადგინა.

როგორც საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, ყველაზე მაღალი დატვირთვა აგვისტოში დაფიქსირდა – 88%, სექტემბერში – 85% და ივლისში – 84% დაფიქსირდა, ხოლო დაბალი იანვარში – 32%, თებერვალში – 36% და დეკემბერში – 41%.

2017 წლისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული განთავსების საშუალებების რაოდენობამ 1,955 შეადგინა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობამ 65,943. თბილისი ლიდერია 17,956 (27.2%) საწოლი ადგილით, მას მოსდევს აჭარის რეგიონი – 12,126 (18.4%) რაოდენობით.

თბილისში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა: Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi Marriott, Courtyard Marriott, Sheraton, Holiday Inn, Citadines Apart Hotel, Best Western Tbilisi, Mercure, Hotels and Preference, The Biltmore Hotel. 2017 wels am sias Ibis Styles Tbilisi Center. 2017 წელს ამ სიას Ibis Styles Tbilisi Center დაემატა.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იწყებენ ფუნქციონირებას. ბათუმში არსებულ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს 2017 წელს Wyndham Batumi და Tower Hotel Batumi დაემატა, ხოლო Best Western საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებმა ფუნქციონირება ბაკურიანში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყეს.
ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს და დაგეგმილია რამდენიმე განთავსების ობიექტის მშენებლობა.

თბილისში დაგეგმილია ისეთი ბრენდის სასტუმროების მშენებლობა, როგორიცაა: Hilton Garden Inn, Holiday Inn Express, Park Inn by Radisson, Ramada Encore, Rixos Tbilisi, Hyatt Regency, Moxy Marriott, Radisson Blu telegraph, Golden Tulip, Marriott Autograph Collection-Panorama freedom Square, Marriot Autograph Collection-Panorama Sololaki, Pulman Hotels & Resort, Tabori Ridge Recreation & Golf Resorts, Hilton Tbilisi და Best Western Tbilisi City Centre.
რეგიონებში აშენდება: Courtyard by Marriott (ბათუმი), Babylon Tower (ბათუმი), Pulman Hotels & Resort (ბათუმი), Le Meridien (ბათუმი), Swissotel (ბათუმი), Twin Tower (ბათუმი), Best Western Premier Batumi (ბათუმი), Wellness Resort & Spa on Mtsvane Kontskhi (მწვანე კონცხი), Ramada Resorts (გოდერძი), Radisson Blu Gudauri (გუდაური), Rooms Hotel (ბაკურიანი), Radisson Blu Resort (წინანდალი), Golden Tulip (თელავი), Holiday Inn (თელავი), Ramada Encore (ქუთაისი), Best Western Sairme Resorts (საირმე) და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …