რომელ აეროპორტებშია პარკინგი ყველაზე ძვირი/რეიტინგი

თბილისი (BPI) – ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგია, ჰითროუს პარკინგზე ავტომობილის გაჩერება 8-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ბანგკოკის აეროპორტის პარკინგზე, – ასეთია კომპანია MyVoucherCodes-ის კვლევის შედეგები.

კომპანიამ რეიტინგი აეროპორტებში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგების მიხედვით შეადგინა. კომპანიის ექსპერტებმა 100 აეროპორტის პარკინგის ტარიფები შეადარეს.

აღსანიშნავია, რომ „ტოპ-5“-ში მოხვდა ლონდონის სამი აეროპორტი.

მაშ ასე მსოფლიოს აეროპორტების ყველაზე ძვირადღირებული პარკინგების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის პარკინგი (£187);

აბუ დაბის აეროპორტის პარკინგი (£176);

ლონდონის სტანსტედის აეროპორტის პარკინგი (£164);

ციურიხის აეროპორტის პარკინგი (£163);

ლონდონის გატვიკის აეროპორტის პარკინგი(£145);

რაც შეეხება ყველაზე იაფ პარკინგს, ის ბანგკოკში მდებარეობს. აეროპორტების ყველაზე იაფიანი პარკინგების „ტოპ-5“ ასე გამოიყურება:

ბანგკოკის აეროპორტის პარკინგი (£22);

ჩინეთში, ციანბეის აეროპორტის პარკინგი (£23);

დიუსელდორფი აეროპორტის პარკინგი (£25);

ჩინეთის, უხან ტიანხიუს აეროპორტის პარკინგი (£27);

სან პაულუს აეროპორტის პარკინგი (£28);

შემთხვევითი სიახლე

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 …