როგორია 2019 წლისთვის ევროპაში საშუალო ხელფასის მოსალოდნელი ზრდის ინდექსი

თბილისი (BPI) – როგორია 2019 წლისთვის ევროპის ქვეყნებში საშუალო ხელფასის მოსალოდნელი ზრდის ინდექსი, – შედეგები საკონსულტაციო კომპანია “გამმამ” გამოაქვეყნა.

კომპანიის ცნობით, 2019 წლისთვის საშუალო ხელფასის ცვლილების პროგნოზი, ლონდონის ტერეიდერების კავშირმა, OECD-ის მონაცემების დაყრდნობით, მოამზადა.

“გამმა” აღნიშნავს, რომ მონაცემებში ვერ მოხვდა საქართველო. ხოლო, ბოლო წლების ადგილობრივი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფიქსირდება საშუალო ხელფასის ინდექსის მცირე, მაგრამ სტაბილური ზრდა.

2019 წელს, ხელფასების ზრდა მოსალოდნელია შემდეგ ქვეყნებში:

🇭🇺 უნგრეთი 4.9%;
🇱🇻 ლატვია 4.1%;
🇵🇱 პოლონეთი 3.8%.

ამავე წელს ხელფასების კლებას ვარაუდობენ:

🇬🇧დიდი ბრიტანეთი -0.7%;
🇮🇹 იტალია -0,6%.

No automatic alt text available.

შემთხვევითი სიახლე

საათობრივი პარკირება თბილისში – ავტომფლობელების წლიურმა ხარჯმა შესაძლოა 1400 ლარს გადააჭარბოს

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა …