როგორი შეიცვლება ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა

თბილისი (BPI) – ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიცვალა.

თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები 18 ივლისიდან

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი N2, N25, N39 და N43 ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა.

N46 ავტობუსი მგზავრებს დიღმის მასივიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.

N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისანს“ გორგასლის, გულიასა და ნავთლუღის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

N122 ავტობუსი სადგურის მოედნიდან მუჯირიშვილის ქუჩაზე მოსახვედრად გაივლის   წინამძღვრიშვილის ქუჩას, საიდანაც მოძრაობას განაგრძობს ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც:

ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები გაივლიან გორგასლის ქუჩას, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

N61 და N111 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან სამრეკლოს ქუჩაზე ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მოხვდებიან, ხოლო, N31 და N50 მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად ევროპის მოედანი განისაზღვრება.

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს. …