როგორი იქნება ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა (ვიდეო)

თბილისი (BPI) – ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დასრულდა.

ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება. მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიული აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები.

ენგურის კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარდა ამისა მას განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაღოვანი კაშხალია.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” შვილობილი კომპანია “ენგურის ტურისტული ცენტრმა” მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეასრულა. პროექტში ჩართულები არიან  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და შპს “ენგურჰესი’’.

საპროექტო სამუშოები ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორებმა” შეასრულა.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გიდების ასოციაციის ორგანიზებით ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა. …