რობოტი სოფიას აზრით, მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები გახდება (ვიდეო)

თბილისი (BPI) – მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთი იქნება, მიიჩნევს რობოტი სოფია. ჰუმანოიდი, რობოტი დარწმუნებულია, რომ 15 ივლისს საფინალო მატჩში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები გაიმარჯვებს და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლება.

რობოტი სოფიას ხუმრობებს ყველა შეჩვეულია და კითხვაზე თუ ვინ გახდება ჩემპიონი, სოფიამ თავდაპირველად თქვა, რომ საერთოდ არ იცის, რომელი ქვეყნის გუნდები თამაშობენ. ამის შემდეგ მისმა შემქმნელმა, რომელიც თან ახლდა, თქვა, რომ სოფია სპორტით დიდად დაინტერესებული არ არის.

კითხვის ავტორი შეეცადა სიტუაცია გაემარტივებინა და სოფიას ისევ კითხა: ინგლისი თუ საფრანგეთი?

სოფიამ უპასუხა: საფრანგეთი.

შეგახსენებთ, რომ რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.

ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …