რკინიგზის  34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზის  34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცა.

ამ ღონისძიებით  დასრულდა  საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი.

უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …