რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 7.25%-ია

თბილისი (BPI) – სებ-მა  მპ განაკვეთი – 7.25% უცვლელად დატოვა.
ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივთან (3%) მიახლოებულია და სებ-ის მოლოდინით ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს.  რეგიონის ბაზრები მერყეობით ხასიათდება, რომლის ფონზეც სავაჭრო პარტნიორებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკებია.
ზომიერად გამკაცრებული მპკ-ის შენარჩუნება სებ-მა სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით  გადაწყვიტა.
წინასწარი შეფასებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ა4თვეში კი 5.5% შეადგინა, რაც სებ-ის პროგნოზირებულზე უფრო მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ზრდა  მშპ-ს პოტენციურ დონესთან დაახლოებას დააჩქარებს.
მპკ-ის  25 ივლისს გაიმართება.