რატომაა თვითმფრინავის ბორტზე ყავისა და ჩაის დალევა სახიფათო?

რატომაა სახიფათო თვითმფრინავის ბორტზე ყავისა და ჩაის დალევა? ექსპერტების გაფრთხილებით, ფრენისას ყავისა და ჩაის მირთმევამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ამის მიზეზად კი ექსპერტები ბორტზე წყლის რეზერვუარის დაბინძურებას ასახელებენ, რომელიც შესაძლოა სახიფათო ბაქტერიებს შეიცავდნენ.

Food Policy Center-ის ექსპერტების განმარტებით, მათ 11 ავიაკომპანიის ბორტზე კვება შეისწავლეს და წყლის დაბინძურების მიზეზებსაც მიაკვლიეს.

როგორც გაირკვა, ჭურჭელი სადაც წყალია მოთავსებული სათანადო მეთოდებით არ ირეცხება და ამიტომ მასში შესაძლოა სახიფათო ბაქტერიები იყოს.

თვითმფრინავის აეროპორტში დაშვების შემდეგ არ ხდება წყლის ჭურჭლის გაწმენდა, რადგანაც ამისათვის დრო აღარ არის. ხდება წყლის შევსება ისე, რომ არ იცვლება ნარჩენი წყალი.

 

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …