“რალი ღიმილით”სტარტს იღებს

თბილისი (BPI) – თავისუფლების მოედნიდან სტარტი კლასიკური ავტომობილების  რალმა  აიღო.

Peaks of the Caucasus-ის პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

მონაწილენი  14 ოქტომბრამდეა მონაწილენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ. საქართველოს პირველად ეწვევა 60-მდე უცხოელის ბიზნესმენი.

Peaks of Caucasus-ის  ინიციატორი ბარტ კლაინია, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში Via- Flaminia ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი  ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი  6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი  ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. – ბარტ კლაინი

მორიგ რალიში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, 9 ქვეყნის წარმომადგენელი 29 პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ეყოლება.

ავტომობილები საქართველოში  კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირდება. მათი ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა.  ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო  უახლესი – Jaguar Mark V Dropead Coupe – 1951 წელს.

ავტომობილები სტარტს 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან აიღებენ. რალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

Peaks of the Caucasus-ის მარშუტი:

2 ოქტომბერი: თბილისი – ვარძია (230 კმ)

3 ოქტომბერი: ვარძია – ბორჯომი (110 კმ)

4 ოქტომბერი: ბორჯომი – წყალტუბო (200 კმ)

5 ოქტომბერი: წყალტუბო – წყალტუბო (195 კმ)

6 ოქტომბერი: წყალტუბო – მესტია (210 კმ)

7 ოქტომბერი: მესტია – უშგული – მესტია (100 კმ)

8 ოქტომბერო: მესტია – წყალტუბო (230 კმ)

9 ოქტომბერი: წყალტუბო – თბილისი (260 კმ)

11 ოქტომბერი: თბილისი – სიღნაღი (170 კმ)

12 ოქტომბერი: სიღნაღი – ლოპოტა (165 კმ)

13 ოქტომბერი: ლოპოტა – ყაზბეგი (230 კმ)

14 ოქტომბერი: ყაზბეგი – თბილისი (135 კმ)

14 ოქტომბერს შატო მუხრანში გამოვლინდებიან პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები.  დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცემათ.

 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …