რა ვალდებულებები ვრცელდება მაცივრებისა და კონდენციონერების ტექნიკოსებზე

თბილისი (BPI) – 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკოსებს, რომლებიც 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების შეკეთებას უზრუნველყოფენ, სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრებთ.
2018 წლის 1 იანვრიდან მაცივრებისა და კონდენციონერების მომსახურების უფლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს აქვს.

გადაწყვეტილება მთავრობამ გარემოზე მოფრთხილებიზ მიზნით მიიღო, რამდენადაც მაცივრებსა და კონდიციონერებში ოზონდამშლელი ნივთიერებები გამოიყენება და ისეთმა საქმიანობამ როგორიც მაცივრებისა და კონდინციონერების არასწორი შეკეთებაა, გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს.

მთავრობის ცნობით, იმისთვის, რომ ტექნიკის შეკეთებისას მოვუფრთხილდეთ როგორც გარემოს, ასევე ჩვენს ტექნიკას, მნიშვნელოვანია მისი შეკეთება კვალიფიციურ ტექნიკოსს ვანდოთ, რომელმაც საქმის შესრულებამდე შესაბამისი სერთიფიკატი უნდა წარმოადგინოს.

სერტიფიცირებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/7yCEEg

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …