რა ღირს ტაქსით მგზავრობა ევროპის აეროპორტებიდან – სად არის ყველაზე ძვირი ეს სერვისი

თბილისი (BPI) – ევროპის სხვადასხვა აეროპორტიდან ყველაზე ძვირი ტაქსის მომსახურება შვეიცარიაშია. airmundo.com-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირი, საშუალოდ 40 ევრო ღირს ტაქსის მომსახურება ჟენევისა და ციურიხის აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრამდე.

მაღალია კოპენჰაგენისა (დანია) და ნიცას (საფრანგეთი)  აეროპორტებიდან ტაქსის მომსახურების ტარიფი.

როგორც რეიტინგშია მითითებულია თურქეთი და რუსეთი ყველაზე იაფიან ქვეყნებს შორისააა ევროპაში.

რეიტინგში 50 ყველაზე დატვირთული აეროპორტი შედის. ევროპის ცნობილი აეროპორტებიდან ტაქსის მომსახურების ტარიფი საშუალოდ 1 კმ-ზე 2,02 ევროა. კვლევაში მითითებულია, რომ სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებიდან ტაქსის მომსახურების ფასს შორის სხვაობა დიდია, მაგალითად, ჟენევის აეროპორტიდან 1 კმ-ზე 5,67 ევროთი განისაზღვრება, სტამბოლის, გოგჩენის აერიპორტიდან კი 0,47 ევრო.

ფასი 1 კმ-ზე

აეროპორტიქვეყანაფასი / კმ
1ჟენევის აეროპორტიშვეიცარია€ 5.67
2ციურიხის აეროპორტიშვეიცარია€ 5.00
3კოპენჰაგენის აეროპორტიდანია€ 5.00
4ნიცას აეროპორტისაფრანგეთი€ 4.57
5დიუსელდორფის აეროპორტიგერმანია€ 3.11
6ბრიუსელის აეროპორტიბელგია€ 3.00
7პალმა დემალიორკას აეროპორტიესპანეთი€ 3.00
8ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდიდი ბრიტანეთი€ 2.93
9ჰამბურგის აეროპორტიგერმანია€ 2.73
10ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტიჰოლანდია€ 2.65

 

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის დამფინანსებლები გზის მშენებლობის ახალ სტანდარტს აწესებენ

თბილისი (BPI) –  2020/20 -ის გეგმა – ანაკლიის პორტში ივლისში პირველი გემი ვერ შევა და …