ქვეყნის საგარეო ვალი შარშან $0,661 მლრდ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ზრდის ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,661 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 5,177 მლრდ დოლარია.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, თვიურ ჭრილში ზრდა 114 მლნ დოლარია, რამდენადაც 2017 წლის ნოემბერში მაჩვენებელი 5,063 მლრდ დოლარს შეადგენდა.

2016 წლის 31 დეკმებრისთვის – 4,515 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,683 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 834,887 მლნ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …