ქვევრის ღვინოები RAW WINE-ზე

თბილისი (BPI) – გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს.

RAW WINE-яу ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინოების სფეროს წარმომადგენლობისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის მარანი“, „ველინო“, „ტიბაანი“, „აი ღვინო“, „ნაოტარი“, „რაჭული“ და „ბოლნური“. გამოფენაში ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით.

გამოფენზე სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.