ქვეყნის სავალუტო რეზერვები ბანკებმა შეავსეს

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები 2018 წლის მინიმალურ ზღვარს აცდა და ყველა წლის მაქსიმუმს მიაღწია.  01.10.2018-ის მდგომარეობით სარეზერვო აქტივები  $3.152 მლრდ -ს შეადგენს.

სებ-ი  სავალუტო ინტერვენციებით  აქტიურობს. აუქციონებზე (28/19/14-09.2018; 1.08.2018 ; 27.07.2018; 11.07.2018; 28.06.2018) $80 მლნ-მდე აქვს შესყიდული. თუმცა  რეზერვები  ბანკების დარეზერვებულმა ვალუტამ გაზარდა.

სებ-მა  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე ბანკებს სავალდებულო მოთხოვნა 25%-მდე გაიზარდა, რომლის ვალდებულებაც სექტორს სექტემბერში დაუდგა.

სარეზერვო აქტივები -$ 3.152 მლრდ,  დოლარში კონვერტირებად რეზერვებს – $2.95 მლრდ;  ფასიან ქაღალდებს -$ 2.5 მლრდ ნაღდ ვალუტას – $464 მლნ მოიცავს. მათ შორის სსფ-ში, საერთაშორისო და  სხვა ცენტრალურ ბანკებში. $202 მლნ მოდის სავალუტო ფონდის SDR-ზე.

 

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …