ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი 132%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბრის თვეში 47, 868 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი).

რაც შეეხება ზრდას შესრულებული რეისების მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი – 96 რეისი). 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია (2017 წელი 11 თვე – 380, 552 მგზავრი). რაც შეეხება შესრულებულ რეისებს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში 1,969 რეისი განხორციელდა, რაც 29 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ( 2017 წლის 11 თვე -1,529 რეისი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი წლის ბოლომდე პოზიტიურია.

შემთხვევითი სიახლე

Vali.ge-ზე ამ დროისთვის ინფორმაცია 407 000-ზე მეტ მსესხებლზეა ატვირთული

თბილისი (BPI) – ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის, 679 ათასზე …