ქუთაისში მემწვანილეები იკრიბებიან

თბილისი (BPI)- ქუთაისში FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „ქართული მწვანილი (17 მაისი; 9:00 სთ)

. კონფერენციაში მწვანილის სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მწვანილის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვზე  საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა.

  • მწვანილის ექსპორტის დივერსიფიკაცია: ახალი ბაზრები და პოტენციალი;
  • თუ შეგვიძლია უფრო გავზარდოთ შემოსავლები მწვანილის ექსპორტიდან რუსეთის ფედერაციის ბაზრის ავლით;
  • მწვანილის წარმოება და მარკეტინგული ეკონომიკა: მომგებიანი კულტურები და ბიზნეს მოდელები
  • იმერეთის აგრო ზონა – პროექტის პრეზენტაცია
  • ქართული მწვანილის მწარმოებლებისთვის პროდუქციის უმაღლესი სტანდარტების მისაღწევი გზები
  • სერტიფიკაცია Global GAP: თუ როგორ შეუძლია გააუმჯობესოს წარმოების ეფექტურობა

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართება პრაქტიკული სემინარი/ტრენინგი  – საქართველოში მწვანილის  წარმოებისა და მარკეტინგის თემაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …