ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე ზრდად ავიამიმართულებად ლარნაკა სახელდება

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლო პერიოდში ყველაზე ზრდად ავიამიმართულებად ლარნაკა სახელდება.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარნაკას მიმართულებაზე მგზავრთნაკადი 199%-ით არის გაზრდილი, მემინგენის მიმართულებაზე კი 64%-ით.

ტოპ ზრდადი ავიამიმართულებები მგზავრთნაკადის მიხედვით, 2018 წლის 3 თვეში, ასეთია:

ლარნაკა – 199%

მემინგენი – 64%

დორტმუნდი – 59%

სალონიკი -55%

ვილნიუსი – 30%

მილანი – 20%

მოსკოვი – 17%

ბერლინი – 14%

ბუდაპეშტი – 9%

კატოვიცე – 9%