ქუმსიშვილი: ტურიზმი ეკონომიკაში იმდენივეს აგენერირებს, რამდენსაც ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით

თბილისი (BPI) – „ტურიზმი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია „Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით მოეწყო.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი დაგენერირა ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმმა – 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი მოიზიდა, როგორც სერვისების ექსპორტმა.“

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ახალი გადათვლილი მეთოდოლოგიით, 2017 წელს 7 მლნ. 900 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს.
„წელს ჩვენ ასევე რეკორდულ მაჩვენებლებს ველოდებით,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …