ucuz paykwik sportwetten paykasa

ქობულიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები დაასახელა

თბილისი (BPI) – ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესენია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები.

გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, სამომავლო გეგმები და ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

გიორგი ქობულიას აზრით, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებაა გენერაციის ობიექტების აშენება და ენერგორესურსების იმპორტის შემცირება, ასევე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაა. ლოგისტიკის მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარ ამოცანად სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას ასახელებს. ამასთან, გიორგი ქობულია ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე საუბრისას აქცენტს აკეთებს ტურიზმის და საექსპორტო სექტორების შემდგომ განვითარებაზე.

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …