ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – ქობულეთში, მდ. კინტრიშის მიმდებარედ თევზის საწარმო აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 850 148 ლარია.

პროექტს კომპანია „ნ.გ ჰოლდინგს“ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში განახორციელებს, მას უკვე გადაეცა 16 433 კვ.მ. სახელმწიფო ქონება.

საწარმო წლიურად სულ მცირე 500 ტონა თევზსა და თევზის ხორცს კერძოდ კი ატლანტის ორაგულის  წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დამუშავებული და შეფუთული.

საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება

პროდუქციის ექსპორტი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ბაზარზეა დაგეგმილი.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 342 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 840 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი.