ქობულეთში სანაპირო ზოლის 640 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა დასრულდა

თბილისი (BPI) – ქობულეთში სანაპირო ზოლის 640 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა დასრულდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი საფეხურებიანი ნაპირდამცავი კედელი, ასევე დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სანაპიროს სავალი ნაწილი და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი 1260 მეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …