ucuz paykwik sportwetten paykasa

ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება

თბილისი (BPI) – ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 178 335 ლარია.

სტადიონის აშენება ყვარელში აღმაშენებლის ქუჩაზეა დაგეგმილი.

სტადიონის ფართი 75020.00 კვ.მ-ია.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობა იგეგმება 1984-1985 წლებშია დაწყებული და შეჩერებული სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა სტადიონის ტერიტორიის შემოღობვა ცენტრალური ქუჩის მხარეს, სტადიონის მოედნის ირგვლივ სადრენაჟო სამუშაოები და მოედნის მარცხნივ და მარჯვნივ რკინა-ბეტონის ტრიბუნების მშენებლობა მაყურებელთათვის, რომელიც არ დასრულებულა და ამჟამად ექვემდებარება დემონტაჟს.

შემთხვევითი სიახლე

ავსტრიელი ტურისტები საქართველოში სტუმრობით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით მზარდია. 2018 წელს საქართველოს ავსტრიიდან 10 ათასამდე …

Robby Fabbri Womens Jersey