ყატარის ემირმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორსართულიანი Boeing 747-8i აჩუქა

თბილისი (BPI) – ყატარის ემირმა თემიმ ბინ ჰამედ ალ სანიმ თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორ სართულიანი Boeing 747-8i დაათვალიერებინა, რომელიც ადრე ყატარის მმართველის ოჯახის საკუთრებაში იყო.

სპეცბორტი უკვე სტამბოლის აეროპორტში დგას. VIP კლასის თვითმფრინავი ამიერიდან თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებაში იქნება, რომელიც უკვე ფლობს 11 თვითმფრინავს და 3 ვერტმფრენს ფლობს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყატარის მმართველის ოჯახი აღნიშნული ბორტის გასხვისებას გეგმავდა. საწყის ეტაპზე თვითმფრინავი 467 მგზავრზე იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ ყატარის მმართველის ბრძანებით ის ნამდვილ სასახლედ აქციეს. თვითმფრინავის ახალი ვერსია 76 VIP მგზავრზეა გათვლილი, რომელთა მომსახურებაზეც ეკიპაჟის 18 წევრი ზრუნავს.

Boing-ში 7 საძინებელი ოთახი, 2 საკონფერენციო დარბაზი და მინი საავადმყოფოა განთავსებული. ექსპერტთა შეფასებით, იდენტური გაბარიტებისა და შესაძლებლობების ბორტის შეძენა დახლოებით 500 მლნ დოლარადაა შესაძლებელი. თვითმფრინავი ახალგაზრდად ითვლება, რადგანაც ის 2012 წელსაა გამოშვებული, ხოლო ყატარის მმართველის საკუთრებაში 2015 წელს გადავიდა. ყატარის მმართველმა კი ბორტი #1-ით სულ 200 ფრენა განახორციელა, რაც საერთო ჯამში 400 საათიან ფრენას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი მექსიკის სახელმწიფო მეთაურს ემსახურება და მისი ღირებულება 600 მლნ დოლარია. საუდის არაბეთის მეფე კი 520 მლნ-იანი თვითმფრინავით გადაადგილდება.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …