Qatar Airways-ი ვნუკოვოს აეროპორტის 25%-იან წილს ყიდულობს

თბილისი (BPI) – კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი უახლოეს დღეებში მოსკოვის, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის 25%-იანი წილის მფლობელი გახდება. კომპანია გარიგების შესახებ შესაბამის დოკუმენტებს მალე ოფიციალურად გააფორმებს.

„დღეისათვის ჩვენ აქტივების შეფასების ეტაპზე ვართ, ბიზნეს მოდელს უნდა დავაკვირდეთ. აქტივების შეფასების შემდეგ კი დოკუმენტებიც გაფორმებაზე გადავალთ. ეს სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში მოხდება“ განაცხადა Qatar Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ-ბაკერმა.

Qatar Airways-მა ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის წილის შეძენის სურვილი 2018 წლის მარტში დააფიქსირა, ხოლო აპრილში ავიაკომპანიამ და აეროპორტმა გარიგების განზრახულობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

შემთხვევითი სიახლე

პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია …