ქართული წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება – ექსპორტი პლუსში

თბილისი (BPI) –  საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 3,786 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22.2%-ით აღემატება.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებითმ, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 961.4 მლნ დოლარია, ერთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 2,824 მლრდ დოლარია, წლიური ზრდა 22.3%.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1,863 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …