ქართული ვისკი “ჯიმშერი” მსოფლიოს საუკეთესო ვისკის კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა

თბილისი (BPI) – ქართული ვისკი “ჯიმშერი” კიდევ ერთ წარმატებას აღწევს. “ჯომშერი” მსოფლიოს საუკეთესო ვისკის კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ამჯერად წარმატება ვისკი “JIMSHER საფერავის კასრს” ერგო, ის აშშ-ში გამართულ კონკურსზე International Whisky Competition ნომინაციაში BEST WORLD WHISKY მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

“მორიგი ჯილდო და საზღვრებს მიღმა გატანილი კიდევ ერთი ქართული სახელი”, – ვისკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ქართველმა  სომალიებმა, ქართულ ვისკს ახალი ქართული სიტყვა უწოდეს და ქართული მეღვინეობის და კულტურის ახალ აღმოჩენად შეაფასეს.