ქართული სათამაშოების კომპანია „ჯეოთოიზის“ პარტნიორი ფრანგული Koobi გახდა

თბილისი (BPI) – ქართული სათამაშოების კომპანია „ჯეოთოიზს“ ფრანგი პარტნიორი და დამკვეთი გახდა.

ქართული სათამაშოების კომპანია „ჯეოთოიზის“ პარტნიორი ფრანგული Koobi გახდა. კომპანიის დამფუძნებელს, ალან არნოს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა.

ფრანგი პარტნიორის და დამკვეთის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ადგილობრივი პოტენციალის გაცნობას და ამასთანავე, ქართული კომპანიის საწარმოს დათვალიერებას.

ქართული სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ წარმატებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე – „Spielwarenmesse 2018” მიაღწია, რომელიც 2018 წლის 31 იანვარიდან – 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა.

სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.