ქართული სათამაშოები საფრანგეთში გაიყიდება

თბილისი (BPI) – ქართული სათამაშოების კომპანია “ჯეოთოიზი” პროდუქციას ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანს, – ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ქართული სათამაშოების მწარმოებელ კომპანიას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გააქვს.

„ჯეოთოიზის“ პარტნიორი და დამკვეთი ფრანგული კომპანია Koobi გახდა. კომპანიის დამფუძნებელს, ალან არნოს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა.

No automatic alt text available.

ფრანგი პარტნიორის და დამკვეთის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ადგილობრივი პოტენციალის გაცნობას და ამასთანავე, ქართული კომპანიის საწარმოს დათვალიერებას.

ქართული სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ წარმატებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე – „Spielwarenmesse 2018” მიაღწია, რომელიც 2018 წლის 31 იანვარიდან – 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა.

სათამაშოების წარმოების კუთხით ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

 

No automatic alt text available.

შემთხვევითი სიახლე

ნავთობის 10%-ით გაიაფება საქართველოში ბენზინს 1 თვეში 4 თეთრით, 4 თვეში 11 თეთრით აიაფებს

თბილისი (BPI) – თუ შევადარებთ ბენზინის ფასს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ …