ქართულ პროდუქციაზე 2017 წელს საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა გაიზარდა

თბგილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს თითქმის 14%-ით გაიზარდა და 10,707 მლრდ დოლარს მიაღწია.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2,728 მლრდ დოლარია, ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 29.1%-ით გაიზარდა.

იმპორტი 9,4%-ით 7,979 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2,063 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 24.5%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

შემთხვევითი სიახლე

“პანორამა კვარიათი” სტუმრებს 2019 წლის ბოლოდან მიიღებს

თბილისი (BPI) – აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი “პანორამა კვარიათი” პირველი სტუმრების მიღებას 2019 წლის ბოლოდან შეძლებს. …