ქართუსთვის პორტფელის მიყიდვას ვივუსიც თანხმდება

თბილისი (BPI) –  ნაპატიები მსესხებლის  სრული სია და ოფიციალური ვებ გვერდს “ქართუ”  3 დეკემბრის ნაცვლად 15 დეკემბრისთვის  გაუშვებს. გაფუჭებული სესხების ₾2 000 ძირის მიყიდვის ჩარჩო მემორანდუმი  ფონდთან „ქართუ“ ყველას, მისოს, ბანკს და ე.წ online სექტორს უკვე გაფორმებული აქვს.

ბანკირების ცნობით, სიები ზუსტდება, საპატიებელ კატეგორიაში შშმ და სოციალურად დაუცველები  უნდა გაიმიჯნოს. ზოგიერთი კრედიტორი  არჩევანს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა პორტფელის გაყიდვაზე აკეთებს.  ფინანსთა სამინისტრო ჯერ არც გამსესხებელ  სუბიექტების რაოდენობას ასახელებს და არც მსესხებლების.  დაინტერესებულს სამინისტროდან  სებ-ში ამისამართებენ, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ ერთგვარი მაკოორდინირებელი ფუნქცია უნდა ჰქონოდა. შესაბამისად   სხვის ფუნქციებში არ იჭრება და  კოორდინირებული  ლიცენზიანტების  რაოდენობასაც ვერ ასახელებს.

ქართუში ამ ეტაპზე მხოლოდ  მასალის დამუშავების  და სიის დაზუსტების პროცესის მიმდინარეობაზე შეუძლიათ ინფორმაციის გაცემა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ინფორმირებულმა ინტერპრესნიუსმა  პრობლემური სესხების პორტფელის გაყიდვის მსურველ კიდევ  10 კომპანიის  დამატებაზე დაწერა (4 finance(ვივუსი), შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიური“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“,  „ემას კრედიტი“,„მისტერ ლოუნ.ჯი“,  „გრანატ ინვესთმენთ“, კრედიტ ესპერტ ჯორჯია“,  „ინფინიტი ჰოლდინგი“,  „მოზო“,  „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“,  „მინი სესხი“),  თუმცა  რამდენს დაემატა ჯერ უცნობია და ისიც, ყველა პრობლემური სესხის გაყიდვა იგულისხმება, თუ  მხოლოდ შშმ და სოციალურად დაუცველების, რომელზეც სახელმწიფოს ერთგვარი მეურვეობა აქვს აღებული, რადგან შემწეობას ის უხდის.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …