ქართულმა კომპანიებმა $20 მლნ-ის საექსპორტო კონტრაქტები მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ქართულმა კომპანიებმა $20 მლნ-ის საექსპორტო კონტრაქტები მოიპოვეს.

შეთანხმებას კომპანიებმა მიაღწიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo – CIIE), სადაც საქართველოსთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოიყო.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  მონაწილეობა მიიღო 52-მა კომპანიამ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, რომლებმაც თავიანთ საექსპორტო პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნეს და მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

“გამოფენა იყო ძალიან მასშტაბური და წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, რადგან დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები”, – განმარტავენ სააგენტოში.

 

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …