ქართულ ავიაბაზარზე მალე უკრაინული ავიაკომპანია Jonika Airlines-ი შემოვა

თბილისი (BPI) – ქართულ ავიაბაზარს მალე ახალი მოთამაშე შეემატება. უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია  უკრაინულ ავიაკომპანია Jonika Airlines-ს კიევი-თბილისის ხაზზე დაშვების ნებართვა მისცა და ავიაკომპანიას კვირაში 4 სიხშირით ოპერირება შეუძლია.

Jonika Airlines-მა მორიგი ბორტი 2018 წლის 24 აპრილს დაარეგისტრირა. რეგისტრაციის მიხედვით ავიაკომპანია ამ დროისათვის ოპერირებას უწევს Boeing 737-300-ს, რომელიც 1999 წელსაა გამოშვებული. კომპანიამ ლაინერი ლიზინგით ესტონური Higher azure avia-გან მიიღო. Jonika Airlines-ს მიერაა დარეგისტრირებული ასევე Boeing 737-400, რომელიც 1994 წელსაა გამოშვებული და ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია VALLAIR SOLUTIONS S.A.R.L-ს საკუთრებას წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად ავიაკომპანია Jonika Airlines-ს, ის 2016 წელსაა რეგისტრირებული და ის საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების ლიზინგზეაორიენტირებული. მისი საქმიანობა მოიცავს ასევე ტვირთებისა და სამგზავრო გადაზიდვებს.

კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 ათასი გრივნაა, ხოლო აქციონერებს წარმოადგენენ jonika shipping С.А. (49%) და კერძო პირები: ვიტალი ლოგინოვი(30%) და ინნა სემენენკო (21%). აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანიის ერთ-ერთი აქციონერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრია.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …