ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება გაზარდა

თბილისი (BPI) – ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება გაზარდა.

ელექტროსადგურმა 84 202 860 კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 102 860 კილოვატ საათით აღემატება 2018 წლის საპროგნოზო გამომუშავებას.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.

სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …