“პროკრედიტ ბანკმა“ პორტფელის დოლარიზაცია 80%-მდე შეამცირა

თბილისი (BPI) – “პროკრედიტ ბანკმა“ პორტფელის დოლარიზაცია 80%-მდე შეამცირა (L/Y – 85%),

ლარის სესხების წლიურმა (Y.Y) ზრდამ 52% შეადგინა (2017 -197 მლნ; 2016 – 131 მლნ). სავალუტო პორტფელი 7%-ით არის შემცირებული (2017 – 809 მლნ; 2016 – 872 მლნ).

გერმანულ ბანკს სესხებიდან შემოსავლებიც შეუმცირდა, ბიზნესდაკრედიტებიდან 2017 წელს 57.7 მლნ მიიღო, 2016 წელს  67.5 მლნ. საცალო სესხებიდან 2017 წელს  12.2 მლნ; 2018 წელს – 18.5 მლნ.

საცალო მიმართულებით ბანკი სულ უფრო პასიურდება. ძირითადად მხოლოდ იპოთეკური სავალუტო სესხებით არის წარმოდგენილი. ზღვრული ₾ 100 000 ნიშნულის შემოღებიდან ბანკი ლარში აღარ აკრედიტებს და იპოთეკური სესხიც $50 000 -დან გაიცემა.

„პროკრედიტ ბანკი“ ახლადგამსხვილებული “თიბისის” და “საქართველოს ბანკის” კონკურენტი მხოლოდ საშუალო და მსხვილ ბიზნესეგმენტზეა.

როგორც იცით, „პროკრედიტ ბანკისგან“ შეძენილი  მცირე ბიზნესსესხების პაკეტით “საქართველოს ბანკმა“ პორტფელის წმინდა ღირებულება 120 მლნ  ლარით გაზარდა ( კლიენტების რაოდენობა 2 400 -ით).

მიკროსეგმენტიდან გამოსვლის 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, პორტფელის  12%-ის,  $45 მლნ-იანი ქეისის გაყიდვა, ბოლო ტრანზაცია იყო.

10 000 ევრომდე ბიზნესდაკრედიტების შეწყვეტის (2015 წ იანვარი)  შემდეგ, უმსხვილესმა გერმანულმა საბანკო ჯგუფმა  $21 მლნ-ის პორტფელი თიბისის მიჰყიდა.

2017 ●

 

 
 000
მოგება     20 060  
აქტივები  1 352 798  
დეპოზიტები     625 414  
სესხები   1 005 539  

წყარო:კომერციული ბანკი