პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია ავიაბილეთების გაძვირებას გამოიწვევს.

Saxo Bank-ის ექსპერტების მიერ თითქმის ყოველწლიურად ქვეყნდება სენსაციური წინასწარმეტყველებები, რომლებიც თავის მხრივ მთელი წლის მოვლენებს ასახავენ.

გლობალური სატრანსპორტო გადასახადის პროგრამა აშშ-სთვის შესაძლოა 1 ტონა CO2-ის გამონაბოლქვზე 50 დოლარს შეადგენდეს.

ახალი გადასახადი აუცილებლად გაზრდის ავიაბილეთის ფასს და ასევე გამოიწვევს საზღვაო გადაზიდვების გაძვირებას, რაც საბოლოო ჯამში ზოგადი ფასების ზრდაზეც აისახება.

აღნიშნული გადასახადის დაწესებას წინა წლებში ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, მაგრამ ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მის შემოღებას უკვე დასთანხმდებიან ამერიკა და ჩინეთი.

შემთხვევითი სიახლე

WB საქართველოს ენერგეტიკაში 62 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბანკისგან 62 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსს მიიზიდავს, თანხას ფინანსური ინსტიტუტი …