პრემიერი: სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ლეგიტიმურად

თბილისი (BPI) – „სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ლეგიტიმურად“, – ისნის სპეცოპერაციისას დაშავებული სამართალდამცავების მოსანახულებლად მისულმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა გმირ ბიჭებს, რომლებმაც „სიცოცხლის ფასად მოიტანეს ეს შედეგი“.

კვირიკავშვილმა სპეცოპერაციის 20 სთ-მდე გახანგრძლივების მიზეზებიც ახსნა, პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყო და მსხვერპლის გარეშე უნდა დასრულებულიყო.

მან თქვა, რომ სხვა ტიპის ოპერაციებიც გვინახავს შენობების ნგრევით, მაგრამ „ჩვენ სხვა სტილი და ხელწერა გვაქვს“.

სამართალდამცავების სროლა იყო საპასუხო, მას შემდგე, რაც ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა მშვიდობიან მოწოდებაზე, ჩაბარებოდნენ მათ, სროლით უპასუხეს.

პრემიერი დღევანდელი თემით სპეკულირების მცდელობებსაც შეეხო, „ვისაც არ დაეზარა“ და „ამ საქმის ექსპერტი გახდა“.

კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ქალაქის ცენტრში დამნაშავეები შემთხვევით არ აღმოჩენილან, ცხადია წინასწარი ინფორმაცია არსებობდა. ამასთან თქვა, რომ მსგავს შემთხვევბზე მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება გვმართებს, – „ასეთ სიტუაციებში ცოტა მეტად ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე“ .

ლიკვიდირებული დამნაშავეების ეროვნება და წარმოშობა არ გაამჟღავნა, თქვა რომ, მოქალქეობრივი კუთვნილება არ არის მთავარი.

დანაშაულებრივ საერთაშორისო ჯგუფთან მათ შესაძლო კავშირზე საუბარი გაუჭირდა სუს-ის ხელმძღვანელს. ჟურნალისტების კითხვაზე 22 ნოემბრის სპეცოპარაციისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭების ალბათობაზე, უპასუხა, რომ პროკურატურა საქმეს სწავლობს და არ არის გამორიცხული. მან სპეცოპერაციის სიმძიმეზე განაცხადა, რისკებზე მათ შორის მძევლების აყვანის საფრთხეებზე, რაც დამნაშავეებმა ვერ შეძლეს.
სპეცოპარაციისას დაშავებული 3 სამართალდამცავი მკურნალობს, ერთი გარდაიცვალა.