პრემიერი სებს-ს პროფესიონალიზმს უწონებს

თბილისი (BPI) – მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავარი ბანკის პროფესიონალიზმზე საუბრობს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ორი ძირითადი გამოწვევის წინაშეა.

„რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორე მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად შევამციროთ. ეს ორივე ამოცანა არაა მარტივი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბევრი არგუმენტი მოუსმენია, რომ ამ ორი მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …