პრემიერი: ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის

თბილისი (BPI) – საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის, მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან – რომელიც რომელიც უახლოეს წარსულში ამოქმედდა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, უახლოეს ხანში, ჰონგ კონგიც შეემატება, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულება Belt and Road-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.

„ეს მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას – ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.