პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძეა წარდგენილი

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძეა წარდგენილი.

პრემიერის პოსტი ვაკანტუსი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახდა. შედეგად გადამდგარად ითვლება მთავრობაც.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კანონის შესაბამისად მინისტრთა კაბინეტის წევრები 7 დღეში უნდა წარადგინოს პარლამენტში.

პრემიერობის კანდიდატი 36 წლისაა. ფინანსთა მინისტრის პოსტამდე ის “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში მამუკა ბახტაძე საბანკო სექტორისადმი ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა.

მამუკა  ბახტაძე არის  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

შემთხვევითი სიახლე

ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2018 წელს 11 013 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 345 დოლარია (11 …