Pobeda შემოდგომიდან ეკატერინბურგიდან და პერმიდან თბილისის მიმართულებით იფრენს

თბილისი (BPI) – რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი შემოდგომიდან ეკატერინბურგიდან და პერმიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.

როგორც რუსული მედია წერს, ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის მარშრუტზე Pobeda Airlines-ი ოპერირებას 30 ოქტომბრიდან შეუდგება და რეისებს ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.

რაც შეეხება პერმი-თბილისის მიმართულებით რეისებს, მას ავიაკომპანია 29 ოქტომბრიდან დაიწყებს და ფრენებს ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.

ორივე მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 50 დოლარიდან იქნება და აღნიშნული ფასი არ მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს და ადგილის არჩევას. ორივე მიმართულებაზე Pobeda Airlines-ი ფრენებს Boeing 737-800-ით განახორციელებს, რომელიც 189 ადგილზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ Pobeda Airlines-ი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …