პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

თბილისი (BPI) – პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

პირველ ეტაპზე (10 აპრილი – 27 აპრილი) რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია მთლიანობაში განხორციელდება 3 ეტაპად:

მეორე ეტაპი (8 მაისი – 8 ივნისი) გულისხმობს საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

მესამე ეტაპის (2 ივლისი – 16 ივლისი) ვადებში, შესაძლებელია მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

შემთხვევითი სიახლე

იცოდეთ საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ (ვიდეო)

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და 190-მდე საფეხმავლო ბილიკი მოიკვლია. მალე …