პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება – “საქსტატი” მიზეზებს ასახელებს

თბილისი (BPI) – საქართველოში 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

საქსტატის  წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა თითქმის 33%-ით შემცირდა.

საქატატის კვლევაში შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების
დაფარვა).

“საქსტატის” მონაცემებით, სააქციო კაპიტალში  112.7 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რეინვესტირებულია 199.6 მლნ დოლარი.