ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია ადამიანური კაპიტალის რეიტინგში გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, აუცილებელია მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში.

“მსოფლიო ბანკმა ახალი რეიტინგის – ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევა დაიწყო. ინდექსი, ძირითადად, ჯანდავისა და განათლების კომპონენტებს მოიცავს, თუმცა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას, სურსათის უვნებლობას ცხოვრების ჯანსაღ წესს და სხვა კომპონენტებსაც. კვლევის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზეა 157 ქვეყანას შორის. თუ შევადარებთ ჩვენს შედეგებს სხვადასხვა ჯგუფის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს ჩამოვრჩებით, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ არის ის შედეგი, რისი მიღწევაც გვინდა და ჩვენი მიზანია, მომდევნო 5 წელიწადში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია ამ რეიტინგში“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც თავისთავად ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …