ucuz paykwik sportwetten paykasa
Underground Garage

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით X2 დაინტერესდა

თბილისი (BPI) – თბილისში პარკინგის მოწყობით კომპანია X2 ინტერესდება. კომპანიას პარკინგის მოწყობა თბილისის მერიის მიერ გამოყფილ ლოკაციაზე – ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სურს.

ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომელსაც კომპანია ჩაატარებს დადებითი იქნება.

კომპანიას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევას 5 თვეში დაასრულებს, რის შემდეგ პროექტის განხორციელება დაიწყება.

“კომპანია X2-ს აქვს ინტერესი ამ პროექტის განხორციელების. ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიას აქვს ვალდებულება 5 თვეში დეტალური ტექნიკური კვლევა ჩაატაროს ამ ლოკაციაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთი პროექტის განხორციელება, ქალაქში მიწისქვეშა პარკინგების არსებობა მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიას ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …