პეჰშო ჭარბი მერყეობისას სებ-ის სავალუტო ინტერვენციებს ამართლებს

თბილისი (BPI)- “უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად დამატებითი ძალისხმევა არის საჭირო, რადგან საქართველო ჩამორჩება რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ჩვენს ინდიკატორს. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები უნდა გაიზარდოს, რომ არსებობდეს საგარეო მოწყვლადობის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმი, ხოლო სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ჭარბი მერყეობის შესამცირებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად“,  -სსფ-ის  მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა პეჰშომ,  რეგიონალური ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

აღნიშნა, რომ ნიშვნელოვანია, სებ-მა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმში განაგრძოს მუშაობა, რომელიც საქართველოს საგარეო შოკებთან წარმატებით გამკლავებაში ეხმარება.

“ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმატებით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. მონეტარული პოლიტიკა მართებულადაა კონცენტრირებული ფასების სტაბილურობაზე, ინფლაცია დაბალია და თანხვედრაშია სებ-ის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნარჩუნდება, რაც შოკების ძირითადი მშთანთქმელის როლს ასრულებს. რა თქმა უნდა, დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რაც გაცვლითი კურსის მერყეობისადმი მგრძნობელობას ზრდის. თუმცა  ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელება და ამავდროულად, მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება”, –  სსფ-ს წარმომადგენელმა სებ-ის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.

მისი თქმით, დოლარიზაციის შემდგომი შემცირება შესაძლებელია მიზნობრივი და ბაზარზე ორიენტირებული გონივრული ქმედებებით, ცოდნის ამაღლებით და მომხმარებელთა უფლებების დაცვით.

 

 

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …