ucuz paykwik sportwetten paykasa

Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დღის რეისებს ამატებს

თბილისი (BPI) – თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში GASA განმარტავს, რომ  1-ელი ნოემბრიდან, ავიაკომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დღის რეისებსაც შეასრულებს.

დღეისათვის Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით, დილის  რეისებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებს.

ახალი რეისების განრიგი ასე გამოიყურება: სამშაბათი -18:00 საათი; ხუთშაბათი – 18:10 საათი; შაბათი – 16:50 საათი.

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …