პედიატრიული მიმართულების გაფართოებასთან დაკავშირებით “ნიუ ჰოსპიტალსს” “მეიოს კლინიკის“ და “არპაჟონის საავადმყოფოს” დელეგაციები ეწვივნენ

თბილისი (BPI) – „ნიუ ჰოსპიტალსს“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 27-30 ნოემბერს ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის – „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია და„არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი, სედრიქ ლუსიე ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ „ნიუჰოსპიტალსის“ მულტიდისციპლინური პედიატრიული სამსახურის ჩამოყალიბებაში დასამედიცინო პერსონალს გაუზიარონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის” წარმომადგენლებმა ბავშვთა კრიტიკული დაგადაუდებელი დახმარების თემებზე სემინარი გამართეს, რომელსაც უძღვებოდნენ „მეიოსკლინიკის“ ტოპ-სპიკერები და რეანიმატოლოგები, ზოგადი და ტრავმა ქირურგი – ბეთსიბელინჯერი, კარდიოანესთეზიოლოგი – მეთიუს რიტერი, ანესთეზიოლოგი – ბრენდონ ვანთა დაქირურგი – მარიელა რივერა. სემინარი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კრიტიკული მედიცინისგანყოფილების ექიმებისა და ანესთეზიოლოგების ჩატარდება და მასზე წარმოდგენილი იყოისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ანესთეზია და პოსტოპერაციულიმკურნალობა ჰეპატო-ბილიარული და თორაკალური ოპერაციების დროს, ჰიპოვოლემიისშეფასების რადიოლოგიური და სხვა თანამედროვე მეთოდები და ძვლისშიდა ინფუზიებიბავშვებში; სემინარი ასევე მოიცავდა PFCCS & FCCS კურსების განახლებულ ვერსიას.

29 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსს“ და „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალს“ შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“დირექტორის, გიორგი რამიშვილისა და „არპაჟონის ჰოსპიტალის“ დირექტორის, ღონისძიებისსაპატიო სტუმრის, სედრიქ ლუსიეს მიერ. მემორანდუმის თანახმად, „ნიუ ჰოსპიტალსის“პედიატრიული მიმართულების ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთშიგაემგზავრებიან, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალს“ ეწვევიან.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც პედიატრიის აქტუალურისაკითხების განხილვას მიეძღვნა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების დასხვადასხვა დარგის მოწვეული პედიატრებისთვის ლექციების ჩატარებას გულისხმობდა.კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა უცნობი ეტიოლოგიისცხელება, სეფსისი და გასტროენტერიტი ბავშვებში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ახალი, გაზრდილი ფორმატით, პაციენტებს 2019 წლის იანვრიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთაკრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური დალაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისცენტრი და ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთაჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოპედიატრიულ მომსახურებას.

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის დამფინანსებლები გზის მშენებლობის ახალ სტანდარტს აწესებენ

თბილისი (BPI) –  2020/20 -ის გეგმა – ანაკლიის პორტში ივლისში პირველი გემი ვერ შევა და …