პასპორტების რეიტინგში საქართველო და უკრაინა ყველაზე დაწინაურებულთა შორისაა

თბილისი (BPI) – პასპორტების რეიტინგში საქართველო და უკრაინა ყველაზე დაწინაურებულთა შორისაა.  პასპორტების რეიტინგში, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ი აქვეყნებს, საქართველო წინა რეიტინგთან შედარებით მნიშვნელოვნად დაწინაურდა და 68-დან 53-ე ადგილზე გადმოინაცვლა, უკრაინამ კი 58-დან 44-ე ადგილზე.

ანგარიშის მიდეხვით, ქართული პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 99 ქვეყანაში შეიძლება, უკრაინულით კი 144 ქვეყანაში.

ლიდერი უკვე 5 წელია გერმანიაა. გერმანული პასპორტით უვიზოდ 177 ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა.

მეორე ადგილზეა სინგაპურია.

მესამეზე ადგილზე თანაბარი მაჩვენებლით მოხვდნენ: დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი, იაპონია. ამ ქვეყნების პასპორტით 175 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა დაშვებული.

ბოლო პოზიციაზე რეიტინგში ავღანეთია.

შემთხვევითი სიახლე

მაკა ასათიანი სამართლებრივი დავის დაწყებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – მაკა ასათიანის და Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის სარჩელი TIG -ის წინააღმდეგ,  საქალაქო სასამართლომ …