ucuz paykwik sportwetten paykasa

პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისი (BPI) – 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, დეპუტატებმა 91 ხმით დაამტკიცეს.

„საინტერესო განხილვა შედგა. ვიმედოვნებ, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, უფრო აქტიური განხილვა გვექნება. ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა დისკუსიებისთვის, გავიაროთ ნებისმიერი პროგრამა, ინიციატივა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრი 2019 წლის ბიუჯეტს დაბალანსებულს უწოდებს და განმარტავს: “ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით – მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე შემოსავლების დაბალანსებით, არამედ, ზუსტად, ის პოლიტიკური განსხვავებები, ის პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ხედვები, რომელიც ბიუჯეტის განხილვისას მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურად არის შეწონილი ამ ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს. კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვისა და დისკუსიებისთვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …